„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტში, საპრასიის, უხუთის და გორას ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
06-02-2019, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს.

 


შეხვედრები დღეს საპრასიის, უხუთის და გორას ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" საშუალებით, ადგილობრივები თავად ახდენენ მათთვის პრიორიტეტული პროექტების ინიცირებას და დაგეგმვას.

 


დღევანდელ შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

 


საპრასიაში მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას შიდა გზების რეაბილიტაცია და ადმინისტრაციული შენობის მოწყობა წარმოადგენს, სოფელ რომანეთში კი, ადგილობრივებისთვის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, მინი სტადიონის მოწყობა და შიდა გზების აღდგენაა პრიორიტეტული.

 


საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 28 000 ლარია გამოყოფილი.

 


უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა წარმოადგენს.

 


იმერუხუთში ადგილობრივები სასმელი წყლის სიტემის რეაბილიტაციას, შიდა საუბნო გზების მოწყობასა და სანიაღვრე არხების გაწმენდას ითხოვენ.

 


მთლიანად უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე 24 000 ლარია გამოყოფილი.

 


მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორას ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვედა გორასა და ზედა გორაშიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 28 000 ლარია გამოყოფილი.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 13 თებერვალს დასრულდება.

 

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი