ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში ადიგენის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის“ დირექტორმა, თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძემ ჩაატარა.
ტრენინგის თემები „პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი“, „ანგარიშის მომზადება და ეფექტური პრეზენტაცია“ და „პროექტის წერის თანამედროვე მეთოდები“ იყო.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.