ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატთან, ნესტან ლონდარიძესთან ერთად, მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა.
შეხვედრიდან გამოსულმა სარალიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განმეორებითი შეხვედრის, რომელიც მომავალი კვირის სამშაბათს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმისა და ასევე მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების წარმმართველი პროკურორების თანდასწრებით გაიმართება.
„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რაც ვუთხარი თავად თადუმაძესაც, რომ ის პროკურორები, რომლებიც წარმართავენ ჩემი შვილის საქმეს, ან ჩემს საქმეს, არ აწვდიან სწორ ინფორმაციას. სააპელაციო სასამართლოში რაც მოხდა, ამ საკითხზე დავუსვი კითხვა, მაგრამ სულ სხვა ინფორმაცია ჰქონდა. ეს ხდება სწორედ იმ პროკურორებისგან, ვინც თავიდან იყო ჩართული საქმის გაყალბებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შევხვდებით ისევ კონკრეტულად იმ პროკურორების თანდასწრებით, ვინც წარმართავს ჩვენს საქმეებს“, განაცხადა ზაზა სარალიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
სარალიძისა და თადუმაძის შეხვედრამდე კი, ზაზა სარალიძე, რომელსაც მთავარი პროკურატურაში დღეს შეხვედრაზე უარი ეთქვა, საგამოძიებო ორგანოს ეზოში თვითნებურად შევიდა. აღნიშნულის შემდეგ კი, იგი პროკურატურის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რის საპროტესტოდაც შვილმოკლულმა მამამ თვითდაზიანებები მიიყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.