ვლადიმერ ბორცვაძე ფარული ჩანაწერების საქმეზე: ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ საქმეში არის ზუსტად ის, რომ გავიდეთ პირველწყაროზე, თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი
07-02-2019, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამავრცელებლის დადგენა გამოძიებისთვის პრიორიტეტს წარმოდგენს.

 


„ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ საქმეში არის ზუსტად ის, რომ გავიდეთ პირველწყაროზე, თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი", უთხრა ჟურნალისტებს ვლადიმერ ბორცვაძე.

 


შინაგან საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე მოხდა კონკრეტული პირების დაკავება, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები სხვა პირთა ბრალეულობის გამოკვეთის მიზნით.

 

 

„ათზე მეტი პირი, 16 ადამიანი დავაკავეთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებაზე და შენახვაზე, რითაც ბუნებრივია გამოძიება არ დასრულებულა. ვატარებთ ახლა ინტენსიურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებებს იმისთვის, რომ სხვა პირების ბრალეულობის საკითხის გამოვკვეთოთ. მათ შორის, ამ ადამიანების ბრალეულობის საკითხი, საკმაოდ კომპლექსური გამოძიება მიმდინარეობს", განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი