ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ ყაველაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გეგეშიძემ მედიას განუცხადა, ჭიდაობის ფედერაციაში არსებული პრობლემები პრეზიდიუმის სხდომაზე იქნება განხილული.
„რა თქმა უნდა ვნანობ. ეს არ არის კარგი. მოჰყვა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. არც ჩემი საქციელია კარგი, არც სპორტსმენის, მაგრამ ნუ ზოგადად, უნდა გამოვასწორო მთავარი ეს არის. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში იმიტომ, რომ ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ფედერაციაზე. რაც მეტ ლიცენზიას მოვიპოვებთ, უფრო მეტი ადამიანი წარდგება ოლიმპიადაზე და ისე, რომ უნდა მოვრჩეთ კინკლაობას", განაცხადა გეგა გეგეშიძემ.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, პრობლემები ჭიდაობის ფედერაციის შიგნითვე უნდა მოგვარდეს.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ოფიციალურად წარუდგინეს, რაც ძალადობას გულისხმობს. გეგეშიძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაც შეუნარჩუნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.