ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე გაკეთებულ შეფასებას „გამაოგნებელი“ უწოდა და ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრის“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ არანორმალურია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე „სასამართლოზე მაღლა აყენებს თავს“.
„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. სპიკერი არის პარლამენტის ხომ? დავანებოთ გვარ-სახელს და ამ პიროვნებას თავი, პარლამენტის სპიკერია, პარლამენტის სპიკერია, იურისტია და სასამართლოზე მაღლა აყენებს თავის თავს და ამბობს, რომ - იქ სასამართლომ გაამართლა, სწორად თუ არასწორად, სხვა საკითხია -და ამბობს, რომ მე ვიცი, ისინი დამნაშავეები არიან და ამ ქვეყანაში, სადაც სპიკერი, პარლამენტის თავმჯდომარე სასამართლოზე ასე მაღლა აყენებს თავს, რა შეიძლება ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური?! გამაოგნებელი იყო მისი ეს შეფასება. შეიძლება მე ვთქვა, რიგითი მოქალაქე ვარ, რომ ეჭვი მეპარება სასამართლოს გადაწყვეტილებაში, შენ, პარლამენტის სპიკერი ამას როგორ ამბობ, პირდაპირ გამაოგნებელია“, განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც იმედს იტოვებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყანაში „ბოლშევიკური მმართველობა“ დასრულდება.
„მე ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნები ძალიან საინტერესო იქნება. იქნებ მაშინ მაინც დასრულდეს საქართველოში ერთპარტიული ბოლშევიკური მმართველობა“, აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.