ძალიან მონდომებულები ხართ, რომ მე გუნდიდან წავიდე, მე მონდომებული ვარ, რომ ქვეყანას დაუდგეს სწორი შედეგი, ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მმართველი გუნდის რიგების დატოვებას.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემა არის პრინციპული.
„წასვლა მარტივია. რთული არის დარჩენა და საქმის გაკეთება.... ჩემთან ვერც მოხდება მათი ლობირება, რადგან ჩემი დამოკიდებულება საკმაოდ მკაფიო და ნათელი არის. მეტ კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ", უთხრა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.