[ვიდეო] თბილისის მერი სოფელ „აგარაკამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
07-02-2019, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ „აგარაკამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. თბილისის მერის თქმით, ამ მონაკვეთში გზის რეაბილიტაცია დასახლებისთვის ტრანსპორტის გადაადგილების წლობით არსებულ პრობლემას გადაჭრის.

 


„ახლა ვიმყოფებით სოფელ „აგარაკში“, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შარშან სოფელ „თხინვალას“ მიმართულებით მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ დასახლებასაც მივხედავდით. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ცუდი ამინდის დროს, სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ ამოსვლას, იმდენად გაუვალი იყო არსებული გრუნტის გზა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე წესრიგდება. სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, თბილისის ყველა რაიონსა და უბანში მოვაგვაროთ მსგავსი პრობლემები“, განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

 


თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალზე სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება. მოეწყო გაბიონი, ასევე, აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა - კიუვეტები და დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, ჯამურად, 15 000 კვადრატულ მეტრზე.

 


სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარამდე დაიხარჯება. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.

 


თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი