2019 წლის იანვარში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა 41%-ით შემცირდა, ხოლო ისრაელიდან 132, პოლონეთიდან კი 130 %-ით გაიზარდა
07-02-2019, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა 41 პროცენტით შემცირდა, ხოლო ისრაელიდან 132.1 პროცენტით, პოლონეთიდან კი 130.5 პროცენტით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტები, იტყობინება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

 


უწყების ცნობით, 2018 წლის იანვარში ირანიდან საქართველოში 14 322 ვიზიტი განხორციელდა, 2019 წლის იანვარში კი – 8 424 ვიზიტი. ამასთან, ვიზიტების კლება იანვარში დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან (-3.4 პროცენტი), სომხეთიდან (-5 პროცენტი), თურქეთიდან (-20.2 პროცენტი), ინდოეთიდან (-5.9 პროცენტი).

 


ვიზიტების რაოდენობით ტოპ 15 ქვეყნიდან საერთაშორისო ვიზიტები გაიზარდა რუსეთიდან 16.8 პროცენტით, უკრაინიდან 3.6 პროცენტით, ისრაელიდან 132.1 პროცენტით, ყაზახეთიდან 35.9 პროცენტით, ფილიპინებიდან 29.8 პროცენტით, გერმანიიდან 46.6 პროცენტით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 31.5 პროცენტით, საუდის არაბეთიდან 72.7 პროცენტით და პოლონეთიდან 130.5 პროცენტით.

 


იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 0.1 პროცენტით შემცირდა, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი, 5.9 პროცენტით გაიზარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი