ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წყალგამყოფი ორი საკითხი - მოსამართლეების თემა და საპენსიო რეფორმა შეიძლება აღმოჩნდეს.
„ორი საკითხი დგას დღის წესრიგში, რომელიც არის ჩემთვის წყალგამყოფი - ეს არის მოსამართლეების საკითხი, რომელიც განიხილება ცოტა უფრო გვიან და მეორე არის საპენსიო რეფორმის საკითხი. საპენსიო რეფორმის საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, მხარდაჭერა თუ არ მექნება ე.ი. ჩვენს შორის არის ძალიან დიდი ღირებულებითი განსხვავება. საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო უმრავლესობა", ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.