წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
„ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ახორციელებს, პროექტის ღირებულება ღირებულება 1 679 894 ლარია. შადრევნების რეაბილიტაცია მოიცავს მათ სრულად აღდგენას, ასევე დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს’’ აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული მუსიკალური შადრევანი გასული საუკუნის 80-იან წლებში გაშენდა, მის სრული რეაბილიტაცია აქამდე არ მომხდარა, პროექტის განხორციელების შედეგად მწვანე ქალაქში ადგილობრივი მოსახლოებისა და ჩამოსული ტურისტებისთვის კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა მოეწყობა, მოხდება ასევე საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენება.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.