ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები და საერთო კრებები გრძელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ამჯერად ეშტიის, თორიის, უჩმანისა და ყაურმის მოსახლეობას შეხვდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობის მიერ შემდეგი პროექტები შეირჩა:

სოფელი ეშტია - მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა;
- ხიდების რეაბილიტაცია;
- შიდა გზების მოხრეშვა;
სოფელი თორია - სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
სოფელი უჩმანა - ხიდების რეაბილიტაცია;
- შიდა გზების მოხრეშვა
სოფელი ყაურმა - სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.