„დონალდ ტუსკის ვიზიტი, სიმბოლური და მნიშვნელოვანი პასუხია იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა“, -ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპაში შექმნილი კრიზისის მიუხედავად, მისი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
მხარეებმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა. ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. პარლამენტის თავმჯდომარემ დონალდ ტუსკს საპარლამენტო საქმიანობაც გააცნო და იმ კანონპროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ყველაზე წარმატებულია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამჟამად ევროინტეგრაციის პროცესში იმყოფებიან.
მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ. დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის ქმედებები სრულიად მიუღებელია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. დავით უსუფაშვილის თქმით, -"ევროპაში შექმნილი კრიზისის ფონზე, დონალდ ტუსკის ვიზიტი სიმბოლური და მნიშვნელოვანი პასუხია იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა. ხვალ იგი თავად ესტუმრება ამ ადგილს და ეს იქნება კიდევ ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენტიტი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული და ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, არის დროებითი მოვლენა იმიტომ, რომ მსოფლიო არ ცნობს დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს, მსოფლიო არ ცნობს რუსეთის ექსკლუზიურ უფლებებს ამ ტერიტორიებზე და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გონიერები ამ ვითარებაში, რომ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე რუსეთის მხრიდან და შევინარჩუნოთ მსოფლიო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვარ და ენთუზიაზმი მომემატა იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ შევძლებთ ძალიან სერიოზული მიზნების მიღწევას. თუმცა, ჯერ გზა გასავლელია, ჯერ ყველაფერი არ არის დასრულებული, მაგრამ ამ შეხვედრაზე, სტუმრის და მისი თანმხლები პირების განწყობიდან გამომდინარე, მე ეს რწმენა კიდევ უფრო გამიმყარდა. ასე რომ, ეს პროცესი, ევროინტეგრაციის, კიდევ უფრო სწრაფად წავა ძალიან მალე და ამ შედეგებს თითოეული ჩვენგანი ვიგრძნობთ კიდევ უფრო მეტად. ეს არის ამ ვიზიტის მთავარი შედეგი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.