წყალტუბოს მერმა „რენეგეიდ თის“ წარმომადგენლებთან სოფელ ოფურჩხეთში ჩაის მინი ფაბრიკის ფუნქციონირების საკითხი და ჩაის პლანტაციებში არსებული მდგომარეობა განიხილა
07-02-2019, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შპს „რენეგეიდ თი"- ს წარმომადგენლებს შეხვდა და სოფელ ოფურჩხეთში ჩაის მინი ფაბრიკის ფუნქციონირების საკითხი და გაშენებული ჩაის პლანტაციებში არსებული მდგომარეობა განიხილა.

 


შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე ესწრებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა ინვესტორებს, ჰანეს საარპუსა და პრიტ ლავტს მხარდაჭერა გამოუცხადეს და სოფელში გზის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს.

 


სოფელ ოფურჩხეთში მიტოვებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში 2017 წელს დაიწყო. ამჟამად ჩაის პლანტაციები სოფელ ოფურჩხეთში 17 ჰექტარზე, ხოლო სოფელ გუმათში 10 ჰექტარზეა გაშენებული. სოფელ ოფურჩხეთში ფუნქციონირებს ჩაის გადასამუშავებელი მინი ფაბრიკა, სადაც ამჟამად 30 ადგილობრივია დასაქმებული.

 


„ქართული ჩაი იმსახურებს აღორძინებას, ამ მიმართულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ესტონელი ინვესტორები ეფექტურად მუშაობენ, ათეული წლების განმავლობაში მიტოვებულ ჩაის პლანტაციებს კვლავ მიუბრუნდა მოსახლეობა, გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, დაიწყო თავისი გემოვნური თვისებებით ცნობილი ოფურჩხეთის ჩაის წარმოება", აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

 


სოფელ ოფურჩხეთში ჩაის პლანტაციების აღდგენისა და ჩაის ფაბრიკის გახსნის პარალელურად, გახშირდა უცხოელი ტურისტების მისვლის ფაქტები, შესაძლოა, სოფელში მალე გასტრონომული ტურებიც მოეწყოს.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი