ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება
07-02-2019, 17:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებები გრძელდება. საერთო კრების ფორმატში სოფლების - ბაბის, ქვების, დეისის და ჭარტალის მოსახლეობამ წინასწარ წარმოდგენილი საპროექტო წიადადებები განიხლა.

 


ბაბში რეგისტრირებული მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყდა, რისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება.

 


ანალოგიურად სასაფლაოს შემოღობავენ და სასოფლო გზებს შეაკეთებენ ჭარტალშიც, მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით.

 

 

ქვების მოსახლეობამ პრიორიტეტად ცენტრალური გზის გასწვრივ მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის გაკეთება, ასევე სარიტუალო დარბაზისთვის ინვენტარისა და თავშეყრის ადგილის მოსაწყობად მასალის შეძენა დაასახელა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ქვების მცხოვრებლებმა ერთ იდეაში გააერთიანეს, რისთვისაც 12 000 ლარს დახარჯავენ.

 


დეისის მოსახლეობამ, სოფლისთვის გამოყოფილი 10 000 ლარით შიდა გზების მოხრეშვა, წყლის სისტემის შეკეთებისთვის, სარიტუალო დარბაზისთვის, წყაროს შეკეთებისთვის, წისქვილის სახურავისა და თავშეყრის ადგილის რეაბილიტაციისთვის მასალების შეძენა გადაწყვიტა.

 


საერთო კრებებს მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის წარმომადგენელი სპარტაკ ლაცაბიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ტალახაძე დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი