„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ალავერდში, ზემო ალვანში, ქვემო ალვანსა და ბაბანეურში მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა.
მოსახლეობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლის საჭიროებებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, თუ რაში დაიხარჯება სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.
საერთო კრებებს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლაშა ხაჭაპუირძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონალუირ სამმართველოს უფროსი ზურაბ წიგნაძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ბაღაკაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
ინფორმაციას ახმეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.