სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე 4 პირი დააკავა
07-02-2019, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს. ასევე უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან: შპს „გრემი“-ს დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა, შპს „ქისტაური“-ს დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ. და მოქალაქე ვაჟა ფ..

 


გამოძიებამ დაადგენა, რომ გიორგი ა-მ, გოჩა ფ-მ და ვაჟა ფ-მ განიზრახეს ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფ-მ გადასცა. 

 


გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლ-მ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლ-მ ზემოხსენებულ პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი 8000 ლარი გადასცა. ამასთან, რამაზ ლ-მ ადგილზე შესასრულებელ პროცედურებში დახმარების სანაცვლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროს ზაქარია ქინქლაძეს ქრთამის სახით 2500 ლარი გადასცა.

 


ქრთამის სახით გადაცემული თანხები - 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

 


გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 


ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი