შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ბრალდებით ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ელიანო კ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ხელჩანთაში არსებულ სპეციალურ სამალავში და ასევე ამავე ჩანთაში მოთავსებულ ლამინირებულ ფოტოალბომში აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 7კგ და 348 გრამია. დაკავებული აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს სატრანზიტო გზით თურქეთის რესპუბლიკაში გატანას ცდილობდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა“ პუნქტით და 19-262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.