ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლაშეს, ღვერკის და უჩამეთის მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის, საერთო კრებებზე პრიორიტეტები შეარჩია.
ლაშეში, სოფლისთვის გამოყოფილი 12 000 ლარით წყლის სისტემის მოწესრიგება, მილების შეძენა და გზების მოხრეშვა გადაწყდა.
უჩამეთის მოსახლეობა 10 000 ლარით შიდა საუბნო გზებს მოხრეშავს და სანიაღვრე არხებს გააკეთება, ხოლო ღვერკის მაცხოვრებლები, ასევე 10 000 ლარით სოფლის წისქვილის რეაბილიტაციას, საუბნო გზების მოხრეშვას და გარე განათების მოწყობას გეგმავენ.
საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ესწრებოდა.
ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.