„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - თეთრაწყაროს, საქარიქედისა და კიცხის იგორეთის მოსახლეობამ სოფლის საერთო კრებებზე მთავარ პრიორიტეტად წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა დაასახელა.
თეთრაწყაროში ვეფხვაძეების, გველესიანების, გიორგიძეების, ბერაძეების უბნებისთვის წყლის მიწოდებისთვის 12 000 ლარი დაიხარჯება.
კიცხის იგორეთში ასევე წყლის პრობლემას 10 000 ლარი მოხმარდება. ამდენივე თანხა დაიხარჯება საქარიქედის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად.
სოფლის საერთო კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 28 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება ტენდერების გამოცხადება.
სოფლის საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, მერის წარმომადგენელი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჩხიკვაძე და მაჟორიტარი დეპტატი აკაკი ლურსმანაშვილი დაესწრნენ.
ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.