ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრს: ბ-ნო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?
08-02-2019, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბ-ნო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ? - ამ შეკითხვით მიმართა გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.

 

 

როგორც ბაჩანა შენგელიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ია კერზაიას მოუწყვეს მორალური სასამართლო, რაც პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

 

 

„ამ სხდომამდე მე მქონდა იმედი, რომ ის ან შეცდომას დაარქმევდა ამას, იტყოდა, რომ შეიძლება მან რაღაც კანონები დაარღვია, მაგრამ მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა. ის ამბობს, რომ არის სამართლებრივი პროცესი.

 


იას მოუწყვეს მორალური სასამართლო. ის არის ადამიანი, რომელიც 35 წელზე მეტი ემსახურებოდა განათლების სისტემას. მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც მან დაამთავრა უნივერსიტეტი და იმ დღიდან დაწყებული ის ან კოლეჯში იყო, შემდეგ უნივერსიტეტში და შემდეგ 11 წელი ემსახურა სკოლას - იმ სკოლას, რომელსაც პირველკლასელები რომ მივიდნენ, ახლა ამთავრებდნენ და იყვნენ მეთორმეტეკლასელები. მისთვის ყველაზე მძიმე ზუსტად ეს მორალური ტერორის ნაწილი აღმოჩნდა, რომ თქვენ, თქვენი სისტემა ასე უსამართლოდ ექცეოდა. რადგან არჩევნებია და ასე დაემთხვა, ეს ჩვეულებრივი დამთხვევა არ იყო და იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ვიცოდი მეც, რომ გაათავისუფლებდნენ. დავწერ განცხადებას, მაგრამ რატომო, მე ხომ მთელი ცხოვრება ამ სკოლას, ამ ბავშვებს ვემსახურბოდიო. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სახლიდან სკოლაში რაღაცეები იყო წაღებული. მისთვის სკოლა იყო ყველაფერი - სიცოცხლის ნაწილიც, აბსოლუტურად ყველაფერი და სწორედ ამ წნეხს ვერ გაუძლო, რომ მას ასე დაუნდობლად ექცეოდა სისტემა.

 

 

როდესაც მიყურებთ აქ რომ თეთრი პერანგით ვზივარ, შეიძლება გიჟი გგონივართ, რატომ არ ვდგავარ ქუჩაში, ქვებს რატომ არ ვისვრი ან კარავში რატომ არ ვზივარ, არ საიდანღაც რატომ არ ვხტები და თავს რატომ არ ვიწვავ. ალბათ, ადეკვატური და ყველაზე მარტივი იქნებოდა, მე ადვგე და სიგიჟეები ჩავიდინო. იცით, ამას რატომ არ ვაკეთებ? თქვენს საპატივცემულოდ კი არა ან რომელიმე ჩინოვნიკის, მე ჩემს ქვეყანას ვცემ პატივს. მინდა, ყველა სამართლებრივი გზა ამოვწურო ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას. აი, ამას ვითხოვ მე. ჩემს მოთმინებასაც და ყველას მოთმინებასაც ამ ქვეყანაში, აქვს საბოლოო საზღვარი. როდესაც მორალზე ვსაუბრობთ, ყველამ ერთი წამით წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ჩემს ადგილზე. ბატონო მიხეილ თქვენ დედა გყავთ?“, მიმართა ბაჩანა შენგელიამ მიხეილ ბატიაშვილს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი