ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დარჩენა-არდარჩენის შესახებ თავის გადაწყვეტილებას არა „ემოციურად“, არამედ „გათვლილად“ მიიღებს და ახლო მომავალში თანამოაზრეებთან ერთად საბოლოოდ ჩამოყალიბდება სად და ვისთან ერთად განაგრძობს ბრძოლას „იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც მე უარი პირადად არასოდეს არ მითქვამს“.
„ვფიქრობთ შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომ ეს შემდეგი ნაბიჯიც, გადაწყვეტილებაც იყოს, არა როგორც ემოციური და გაბრაზებული გადაწყვეტილება, არამედ გათვლილი მომავლის შედეგზე. ჩვენ ავიღეთ დრო, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, სად ვაგრძელებთ და ვისთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც მე უარი პირადად არასოდეს არ მითქვამს. გამოვრიცხავ, რომ სადმე გადავიკარგო და დავიმალო; გამოვრიცხავ, რომ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ; გამოვრიცხავ, რომ ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე; გამოვრიცხავ, რომ ეს ღირებულებები შევიცვალო“, განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.