ონის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მიმდინარე წლის 7 თებერვალს შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში:
▪ ლაგვანთა
▪საკაო
▪მაჟიეთი
▪ხიდეშლები
▪ბორცო
შეხვედრებს ესწრებოდნენ გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, სოფლის კრებებსა და კონსულტაციებზე, თავად გადაწყვეტს თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, 10-დან 12 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2019 წლის 5 თებერვალს დაიწყო და 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.