თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ამბულატორიების ექიმებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრას მერის მოადგილე მერაბ სირაძე და მერიის სოციალური სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რაც მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას ეხება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 17 ამბულატორია და 21 ექიმი ემსახურება.
უახლოეს მომავალში დასრულდება ამბულატორიების კომპიუტრული სისტემით აღჭურვა, ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.