„დღენახევარი, რასაც პარლამენტში ვუყურებ, მაქვს აბსოლუტური დეჟავიუს შეგრძნება, რომ ვცხოვრობ 9 წლის წინ, მაგრამ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომ დღეს, როდესაც აქედან გავალ, მე აღარ ვცხოვრობ 9 წლის წინ“ - ბატიაშვილი
08-02-2019, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღენახევარი, რასაც აქ ვუყურებ, მაქვს აბსოლუტური დეჟავიუს შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი, ის შეურაცხყოფა, ის ტყუილი, ის მონტაჟი და ამ მონტაჟზე აგებული ცილისწამება, რასაც აქ ვუსმენ, მაქვს აბსოლუტური დეჟავიუ, რომ დაახლოებით მე ვცხოვრობ 9 წლის წინ“, განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, ოპონენტების მხრიდან გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.

 


„მინდა ყველა საქმიანი, კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დეპუტატს, რომელიც იყო ამაში ჩართული, მაგრამ მეორე რასაც ვუსმენდი, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და ეს არის აბსოლუტური ტყუილი, მათ შორის დამონტაჟებულ მასალაზე, 5-წამიან მასალაზე. მე მინდა მოგიწოდოთ და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ თუ გყოფნით იმის უნარი, რომ ასეთი მასალა გაუშვით, გაუშვით ბოლომდე, გაუშვით ბოლომდე. ეს ყველაფერი გავლილია. მე დღენახევარი, რასაც აქ ვუყურებ, მაქვს აბსოლუტური დეჟავიუს შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი, ის შეურაცხყოფა, ის ტყუილი, ის მონტაჟი და ამ მონტაჟზე აგებული ცილისწამება, რასაც აქ ვუსმენ, ესა მაქვს აბსოლუტური დეჟავიუ, რომ დაახლოებით მე ვცხოვრობ 9 წლის წინ. მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა და რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომ მე დღეს როდესაც აქედან გავალ, მე აღარ ვცხოვრობ 9 წლის წინ. მე ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც აქვთ ასეთ ადამიანებსაც აზრის გამოთქმის უფლება და არა მარტო აზრის გამოთქმის უფლება აქვთ ამ ტყუილზე, რასაც დღენახევარი ვისმენ აქ, არამედ ისე შეგვიძლია ვუსმინოთ, როგორც ჩვენ შეგვეფერება, ღირსეული პასუხებით და მხოლოდ ღირსეული პასუხებით“, განაცხადა მინისტრმა ბატიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი