სერგო რატიანმა მიხეილ ბატიაშვილს მიმართა: 2012 წელს - რომ მოდიოდა ბ-ნი ბიძინა - გურიაში შაყირობდნენ: „ეირჩიე ბიძინე - ჭამე, სვი და იძინეო“ - თქვენ ეუბნებით სკოლაში ბავშვებს, რომ დაიძინეთ - შეგიძლიათ, სკოლაშიც არ მოხვიდეთ
08-02-2019, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს თქვენს გადადგომას, თქვენი მეგობრები უნდა გეუბნებოდნენ, რომ უნდა გადადგეთ, ასე მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს გარდაცვლილი ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით.

 

 

რატიანმა ბატიაშვილი იმ რეფორმის გამოც გააკრიტიკა, რომელიც სასკოლო გამოცდების გაუქმებას გულისხმობს.

 

 

„ამერიკიდან დაწყებული, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი - ყველგან მე-20 საუკუნიდან დაწყებული და კიდევ უფრო ადრე, გამოცდები ნიშნავს სკოლას რომ ამთავრებ მზაობას, რომ ადამიანი გადავიდეს უმაღლეს სასწავლებელში. დაწყებითი და უმაღლესი განათლება უნდა დაკავშირდეს რაღაცით, ეს ხიდი აღარ არსებობს, თქვენ რაც გააკეთეთ.

 

 

ეს სკოლა არის ფაქტობრივად, თქვენ რაც გააკეთეთ, 2012 წელს - რომ მოდიოდა ბატონი ბიძინა - გურიაში რომ შაყირობდნენ: „ეირჩიე ბიძინე - ჭამე, სვი და იძინეო" - ჭამასა და სმაზე გელაპარაკებათ ბატონი ჭიაბერაშვილი, თქვენ ეუბნებით სკოლაში ბავშვებს, რომ დაიძინეთ, შეგიძლიათ დილით სკოლაშიც არ მოხვიდეთ - ან რატომ უნდა მოვიდნენ? თქვენ რა სისტემაც მოიტანეთ, ეგ სისტემა არ არსებობს.", განაცხადა რატიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი