დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრაზე „სერიოზული შელაპარაკებები“ იყო, მაგრამ ივანიშვილმა „ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა“
08-02-2019, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან ჩართვისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან ბოლო შეხვედრაზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის „დიდი, სერიოზული შელაპარაკებები“ იყო, მაგრამ მისი თქმით, ივანიშვილმა „არავის მხარე არ დაიჭირა და ყველა ადამიანს მისცა აზრის გამოხატვის საშუალება“.

 


„მან ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა“ აღნიშნა ჭიჭინაძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში რღვევა გარდაუვალია, რადგან მისი აზრით, შეუძლებელია ერთ გუნდში იყვნენ ლევან გოგიჩაიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი.

 

 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ბოლო სხდომაზე მომხდარი ამგვარი „სერიოზული შელაპარაკებების“ შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

 

 

„ინფორმაცია ხომ იცით, როგორ არის. ორმა იცის, ღორმა იცისო, ნათქვამია ზოგადად და ამიტომ, ძალიან ადვილი არის ხოლმე იმ ინფორმაციის მიღება, რაც შიგნით ხდება. უმრავლესობაში არსებობს ჯგუფი, რომელიც რაღაცისთვის იბრძვის და არის მეორე ჯგუფი, რომელიც ამას უპირისპირდება. რაც შეეხება ახლა ამ ბოლო შეხვედრას, მას წინ უძღოდა განცხადება პოლიტსაბჭოსი, ე.წ., რომელზეც მერე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ერთსულოვნად იქნა თურმე მიღებული, ეს პოლიტსაბჭოს განცხადება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ქალბატონმა თამარმა [ჩუგოშვილი] ეს უარყო და რაღაც სხვაგვარი, ისეთი კონტექსტი წარმოადგინა, რომ ის არ უჭერდა მხარს ამ განცხადებას და შესაბამისად, შიგნითაც ძალიან დიდი დაპირისპირება იყო. საკმაოდ დიდი ჯგუფი დაუპირისპირდა ამ განცხადებას. არ იზიარებს  და ბევრმა საერთოდ, მისვლაც კი არ ჩათვალა საჭიროდ და თუ რაღაც განცხადებები იყო, ამასთან მიმართებაშიც იყო ძალიან სერიოზული შელაპარაკებები, გენერალური მდვნის [კახა კალაძის] განცხადებასთან დაკავშირებით გამოითქვა საკმაოდ დიდი უკმაყოფილება და პრაქტიკულად იქნა ეს შეცდომად აღიარებული. ვფიქრობ, კალაძის განცხადება „ღია კარის“ შესახებ იყო არაკორექტული საკუთარი თანაგუნდელების მიმართ და არიან იქ ადამიანები, რომლებიც საკადრის ახსნა-განმარტებებს ითხოვდნენ ამასთან მიმართებაში. ივანიშვილმა ისევ და ისევ, არავის მხარე არ დაიჭირა და მაქსიმალურად შეძლო, რომ ყველა ადამიანისთვის პოზიციის გამოთქმის საშუალება მიეცა და ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა მაგ თვალსაზრისით, რაც შეეხება ერთმანეთთან პრეტენზიებს“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი