ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეს შეხვედრები დიხაშხოს, სულორის და ძულუხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა.
დღის მანძილზე მიმდინარე შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.
დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა წარმოადგენს.
სოფელ ისრითში ადგილობრივები მინი სტადიონის მოწყობას და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას უჭერენ მხარს.
ციხისუბანში კი, მოსახლეობისთვის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სასაფლაოს შემოღობვა და საბოგირე გადასასვლელის მოწყობაა პრიორიტეტული.
დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 46 000 ლარია გამოყოფილი.
სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციას, სასმელი წყლის სისტემის მოწყობას და სკვერის რეაბილიტაციას უჭერენ მხარს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფილი.
ძულუხის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებისთვის მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა, სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია, საბოგირე გადასასვლელების რეაბილიტაცია და ადმინისტრაციულში შენობის ეზოს შემოღობვაა პრიორიტეტული.
მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფილი.
ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 13 თებერვალს დასრულდება.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.