ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება.
დღეს კიცხის და ბორის მოსახლეობამ სოფლის პრიორიტეტები შეარჩია.
კიცხის მაცხოვრებლებმა 16 000 ლარით, ხმათა უმრავლესობით საუბნო გზების მოხრეშვა, სასაფლაოს შემოღობვა, ასევე, ავალიშვილების, ჩხიკვაძეების და გიორგაძეების უბნებისთვის წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა გადაწყვიტა.
ბორის მოსახლეობისთვის 12 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სოფელმა მაჭავარიანების უბანში წყლის სისტემის მოწყობას, გზების მოხრეშვას და გარე განათების სისტემის ნაწილობრივ გაკეთებას დაუჭირა მხარი.
სოფლის კრებები კიცხში და ბორში ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.