„არ შეიძლება ასე დაშანტაჟებული ვყავდეთ ან ივანიშვილს ან „ოცნებას“, რომ თუ ხმას ამოვიღებთ, ეგრევე, აა, მიშაც ხომ ეგრე ლაპარაკობს?“ - განაცხადა „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანამოაზრემ და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად კი, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
„რაც უფრო დრო გავიდა, მით უფრო დავრწმუნდი, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლა იყო ბიძინა ივანიშვილის რაღაც გეზის გაგრძელება, რადგან მან როგორც ჩანს დაინახა ასეთი სურათი: ხელისუფლებაში მოსასვლელად მას სჭირდებოდა კოალიცია და ბევრი სხვადასხვა ფლანგის მოცვა, სხვადასხვა ტიპის ლიდერებით, საერთაშორისო თუ შიდა ასპარეზზე. ხელისუფლების მოპოვების შემდეგ მან გადაწყვიტა დაევიწროებინა ეს სპექტრი და რაც შეიძლება უფრო ვიწრო და მკაფიო და მორჩილებით სისტემაში ჩაეყენებინა. და თუ იქ არის 2 და 3 პარტია, იქ არის განსხვავებული 2 და 3 პოზიცია. ამის ატანა მას აღარ ჰქონდა და 2015-ის თუ 2016-ის მიჯნაზე თქვა, რომ არა და თქვა, რომ მე ერთი პარტიით მივდივარ და ვისაც გინდათ, ჩემს პარტიას შემოუერთდით და ახლა დადგა მესამე ეტაპი, როდესაც შიდა პარტიულ ვითარებაშიც კი გარდაუვლად გაჩნდა განსხვავებული აზრები და როდესაც მან ერთადერთ ოპონენტად დანიშნა, გამოარჩია და დაასახელა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი, რომელიც ამ ტიპის ოპონირებისთვის არ გამოდგება იმიტომ, რომ ის ჩათვლილა მტრად და იმან რაც არ უნდა თქვას, რა მნიშვნელობა აქვს.
ახლა ეს გუნდი, ე.წ., რომელიც ხელისუფლებაში აღმოჩნდა ექსკლუზიურად, საკონსტიტუციო უმრავლესობით. ვაფრთხილებდით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აუცილებლად ჩამოეშლებოდათ, რადგან ეს არის ლოგიკა. ახლა, რა ხდება. უკვე ერთი პარტიის შიგნითაც სხვადასხვა აზრები მიუღებელი და მოუთმენელი გახდა და ნელ-ნელა „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა იმად, რაც როგორც ჩანს, ბიძინას ჰქონდა თავიდანვე დანახული - ამკობდა სხვადასხვა ლამაზი ფრაზებით, მაგრამ ასე ჰქონდა დანახული. მისთვის პარტია არ არის „ქართული ოცნება“. მისთვის პარტია არის სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც შედგება უშიშროებისგან, პროკურატურისგან და სასამართლოსგან, პოლიციაც კი ცოტა ისეთი თემაა, ნაკლებად მნიშვნელოვანი. აი, ეს - პროკურატურა, უშიშროება და სასამართლო, თუ აქ გამართულია ვერტიკალი, მაშინ ეს დანარჩენი ვინ წავა, ვინ შემოვა, ვის გაუშვებს, ვის შემოიყვანს, ვის რას დააბრალებს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და აი, ეს ხდება ახლა“, აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელმაც გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ არ მიდიან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები პროკურატურაში ხელბორკილებით იმის მოთხოვნით, რომ დააპატიმრონ.
„მე გითხრა სიმართლე დღემდე არ მესმის, რატომ არ მიდიან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ერთი 100 კაცი პროკურატურაში ხელბორკილებით, დგებიან იქ და ამბობენ, რომ ჩვენ ჩვენით მოვედით და 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა რომაა სასამართლომდე, აგერ ჩვენ 48 საათი ვდგევართ ხელბორკილშეკრული, გამოდით, დაგვდეთ ბრალი, ვის რაში მიგვიძღვის ბრალი, ჩაგვსვით და გაგვასამართლეთ და თუ 48 საათში ამას არ აკეთებ, მაშინ კეთილი ინებე და შეეშვი ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ვითომ გულზე მჯიღის ცემას, რომ შენ სისხლიანი ხელები გაქვს, შენ ფული გაქვს მოპარული. აგერ პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და კაბელების საქმეზე უთქვამს, რომ იქ ვიღაცამ დიდი ფული წაიღოო და ესენი უდანაშაულოები იყვნენო. ახლა ეს ვიღაცა ვინ არის, ამაზე უნდა ვიმარჩიელოთ მე და თქვენ და თურმე იცის, ვიღაცამ დიდი ფული წაიღო, ისევე როგორც ვიცით, ამან ეს იქნა, იმან ის ქნა და კეთილი ვინებოთ და ეს ხალხი ან გავასამართლოთ, ან სისხლის სამართლებრივი, კრიმინალური ბრალდებები მოვხსნათ.
არ შეიძლება ასე დაშანტაჟებული ვყავდეთ ან ივანიშვილს ან „ოცნებას“, რომ თუ ხმას ამოვიღებთ, ეგრევე, აა, მიშაც ხომ ეგრე ლაპარაკობს? რა ვქნა, ის იდიოტი, საიდან რას ლაპარაკობს, კაცო“, განაცხადა უსუფაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც მურუსიძეს და ჩინჩალაძეს პირდაპირი ხაზი, „მაგისტრალი“ აქვთ ივანიშვილთან და მოსამართლეებსაც აქედან გამომდინარე გააჩნიათ მათდამი მორჩილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.