დავით ზალკალიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა
09-02-2019, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მოქმედ აღმასრულებელ მდივანთან, სინტია ჰაგერთან შეხვედრა გამართა.

 


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან საქართველოს თანამშრომლობას, განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპატის დამტკიცების 2013 წელს, რომელიც ახლო მომავალში წარმატებით დასრულდება და რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტების განხორციელება მოხდა.

 

 

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისთვის და იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის მთავრობა ახორციელებს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებითვის.

 


საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპატი 2013 წელს გადმოეცა. კომპატი 140 მილიონ დოლარს ითვალისწინებს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, სიღარიბის შემცირების და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი