დავით უსუფაშვილი: არ მესმის, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები რატომ არ მიდიან პროკურატურაში ხელბორკილებით - რატომ არ ამბობენ - დაგვდეთ ბრალი, ჩაგვსვით და გაგვასამართლეთ
09-02-2019, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც თავად „ოცნება" მდებდა ბრალს, რომ ნამეტანი ლმობიერი ხარ „ნაცონალებთან" ურთიერთობაშიო პარლამენტის თავმჯდომარეობისას, აღნიშნული განცხადება „TV პირველზე“ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" სტუმრობისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად კი, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, „მე ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ და ხვალაც შევეცდები, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და მტრობა შეიცვალოს კონკურენციით. ანუ ერთმანეთის განადგურებისკენ კი არ გვქონდეს მომართული იარაღები, არამედ ერთმანეთის შეჯიბრზე, ვინ უკეთესია".

 

 

„უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური პრობლემა და სამართლებრივი პრობლემა. მე, სიმართლე გითხრათ, არ მესმის დღემდე, რატომ არ მიდიან „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" ლიდერები - ერთი 100 კაცი პროკურატურაში ხელბორკილებით და რატომ არ ამბობენ, ჩვენ ჩვენით მოვედით - და 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა რომაა სასამართლომდე, აგერ ჩვენ 48 საათი ვდგევართ ხელბორკილშეკრული, გამოდით, დაგვდეთ ბრალი ვისაც რაში მიგვიძღვის, ჩაგვსვით და გაგვასამართლეთ. თუ 48 საათში ამას არ აკეთებ, მაშინ კეთილი იქნებე, შეეშვი ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ვითომ გულზე მჯიღის ცემას - შენ სისხლიანი ხელები გაქვს, შენ ფული გაქვს მოპარული. აგერ, პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და „კაბელების საქმეზე" უთქვამს ხო? ვითომ, ვიღაცამ დიდი ფული წაიღოვო, ესენი უდანაშაულოები იყვნენო. ახლა ის ვიღაცა ვინ არის, იმაზე უნდა ვიმარჩიელოთ. კეთილი ვინებოთ, ეს ხალხი ან გავასამართლოთ, ან კრიმინალური ბრალდებები მოვხსნათ", განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი