კახაბერ ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი და ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი სხვა მაჟორიტარი დეპუტატები მხარს „გავლენებისგან თავისუფალ სასამართლო ხელისუფლებას“ დაუჭერენ
10-02-2019, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემის გარშემო დღეს მიმდინარე ღია პროცესი არის ჯანსაღი, რადგან შედეგად უნდა მივიღოთ გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება. პარლამენტის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარს დავუჭერთ არა გავლენათა ჯგუფებს, არამედ იმ კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“, აცხადებენ ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი მაჟორიტარი დეპუტატები.

 

 

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში, სხვადასხვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ გავლენების მოპოვებას სასამართლო სისტემაზე.

 


დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის ქვაკუთხედი და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი წინაპირობა.

 


შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 6 წელიწადში, ქართული სასამართლოს რეიტინგი, ანგარიშგასაწევი საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, ზრდის პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება.

 


აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ ევროპის საუკეთესო ოცეულში ქართული სასამართლოს მიერ დაკავებული მე-18 პოზიციით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და ამოცანად ამ ტენდენციის მუდმივი გაუმჯობესება დავისახოთ.

 


მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემის გარშემო დღეს მიმდინარე ღია პროცესი არის ჯანსაღი, რადგან შედეგად უნდა მივიღოთ გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება.

 


ჩვენ, მსოფლიო სასამართლო სისტემების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით და პარლამენტის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარს დავუჭერთ არა გავლენათა ჯგუფებს, არამედ იმ კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, რაც სრულად დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლო სისტემამდე მიგვიყვანს“, ნათქვამია ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები: კახაბერ ოქრიაშვილი, გოგი მეშველიანი, ენზელ მკოიანი, კობა ლურსმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ანზორ ბოლქვაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი