ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალქალაქის ოფისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, იურიკ უნანიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნაირი ირიციანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელებთან ერთად პარტიის აქტივს შეხვდა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რეგიონში 2019 წელს დასაფინანსებელი პროექტების შესახებ ესაუბრა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2019 წელს არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პრეოქტის განხორციელება იგეგმება. ამჟამად კი, მოსახლეობასთან შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს და სოფლების მცხოვრებნი ხმათა უმრავლესობით თავად იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა პროექტები უნდა დაფინანსდეს თავიანთ სოფლებში აღნიშნული პროგრამის პირობებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.