გერმანია – საქართველოს მეგზური ევროპაში!
21-07-2015, 01:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოგეხსენებათ, რომ ისტორიულად გერმანიას საქართველოსთან ურთიერთობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, დღესაც, ჩვენი ევროპაში ინტეგრირების საკითხშიც იგი უდაო ლიდერია! როგორც ცნობილია, გერმანიას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს. ბერლინი, თითქოს დაეთანხმა ვაშინგტონის ინიციატივას საქართველოს ნატოში მიღების თაობაზე, მაგრამ "რამდენი წლის შემდეგ მოხდება ეს", არავინ იცის?!.. თანაც, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების (ანექსია) შემდეგ, ბერლინის პოზიციაში აშკარა ცვლილებები შეინიშნება. ასე რომ, ნატოში არ მგონია, მაგრამ, ზოგადად ევროპაში ინტეგრირებისათვის საქართველოსთვის გერმანიაზე უკეთესი „მეგზური“ არ არსებობს!..

 

 

ბერლინი, თუ გახდება ჩვენი მეგზური და მნიშვნელოვნად შეიცვლის რიგ საკითხებში თავის მიდგომებს თბილისის სასარგებლოდ, მას მთელი ევროპაც მიბაძავს! საქართველო-გერმანიის მჭიდრო ურთიერთობა, ევროპის უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნასთან "პარტნიორულ კოალიციაში ყოფნა", საქართველოს საუკეთესო პოლიტიკურ–ეკონომიკურ შედეგებამდე მიიყვანს! თავის დროზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, გარკვეული საშუამავლო ინიციატივები წამოაყენა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხში. 2008 წლის ზაფხულში კი, ე.წ. "სამხრეთ ოსეთიში" სიტუაციის ესკალაციამდე რამდენიმე თვით ადრე, ევროპის პოლიტიკურ ლექსიკონში ე.წ.„შტაინმაიერის გეგმა“ გაჩნდა. გერმანული პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა... მოგვიანებით, ეს გეგმა სააკაშვილმა ჩაშალა და „5 დღიანმა" ომმა, გერმანული დიპლომატიის მიერ შემუშავებული ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის დარეგულირების გეგმა, სამწუხაროდ არააქტუალურად გადააქცია. ცნობილია, რომ გერმანელები ცოტა ვინმეს თუ პირდებიან რამეს, მაგრამ თუ დაპირდებიან, მაშინ ისინი თავიანთ დაპირებას შესაშური პატიოსნებით და სიზუსტით ასრულებენ. მომავალში, თუ საქართველო შეძლებს გერმანიის დათანხმებას სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ანუ ევროპაში მეგზურობაზე ("ლოკომოტივობაზე") , მაშინ ეს ფაქტორი საქართველოსათვის გადამწყვეტი იქნება და დიდი ალბათობით, დაგვირგვინდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციით!


შარშან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის დროს აღინიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საგანგებოდ ემზადება კანცლერ ანგელა მერკელის დასახვედრად თბილისში... საყოველთაოდ ცნობილია ისიც, რომ გერმანიას და კანცლერ მერკელს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, კერძოდ, პრეზიდენტ პუტინთან... უკრაინის კრიზისმა და რუსეთის აგრესიამ, ნათლად დაგვანახა თუ რამდენად დიდია გერმანიის როლი ევროპაში, როგორც მედიატორის (ეს მაშინ, როცა აშშ–ის ნებისმიერი განცხადება რუსეთის გაღიზიანებას იწვევს)! გერმანია–რუსეთის ურთულესი ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა გერმანია ორ ნაწილად იყო გაყოფილი, სწორედ გერმანიის პოლიტიკური ლიდერების გამჭრიახე, პრაგმატული და გონიერი სტრატეგიის მეშვეობით დაიძლია, რამაც შესაძლებელი გახადა გერმანიის გაერთიანება! დიახ, სწორედ კანცლერ ვილი ბრანდტის გაცხადებული – "ახალი აღმოსავლური პოლიტიკის" მნიშვნელოვანი წვლილია იმ საქმეში, რომ შესაძლებელი გახდა "ბერლინის კედელის" დანგრევა და გერმანიის გამთლიანება.


მიმაჩნია, რომ გერმანიის გაერთიანების ისტორია და ამ პროცესისთვის დამახასიათებელი ეტაპები, საქართველოსთვის წარმოადგენს დიდ ინტერესს, რათა გავითვალისწინოთ და დავეყრდნოთ გერმანულ გამოცდილებას! თუმცა, არსებითი განსხვავება ჩვენსა და გერმანიის მაგალითებს შორის არის (გერმანიაში, ეთნიკური ნიშნით სეპარატიზმი არ არსებობდა), მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ ბრანდტის "აღმოსავლური პოლიტიკის" და სხვა გერმანელი პოლიტიკური მოღვაწეების გამოცდილება დიდად სასარგებლო იქნება საქარველოსთვის, რადგანაც "მსგავსება ერთია", – როგორც გერმანელებს ისე ქართველებს, "საქმე გვქონდა და გვაქვს" რუსეთთან!..


მოკლედ, მიმაჩნია, რომ ევროპის უდიდესი და გავლენიანი სახელმწიფოს – გერმანიის, როლი და მნიშვნელობა, დღეს საქართველოსთვის ძალზედ დაკნინებული და უმნიშვნელოა, რაც უსწრაფესად უნდა გამოვასწოროთ! არადა, გამომდინარე მოსკოვის და ბერლინის "საქმიანი, კარგი" ურთიერთობებიდან, დარწმუნებული ვარ, რომ, თუ უშუალოდ ბერლინი იკისრებს მედიატორობას მოსკოვთან, მაშინ უცილობლად გამოჩნდება ახალი, იმედისმომცემი იმპულსები... გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ გერმანიის კონსტიტუციური, პოლიტიკურ–სამართლებრივი, სოციალ–ეკონომიკური მოდელი, და სხვა ყველა სახელმწიფოებრივი კომპონენტი, რაც შეადგენს და წარმოადგენს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, უნდა იქნას საქართველოს მიერ შესწავლილი და გაზიარებული, თუკი იგი ისეთივე წარმატებულად და ერთიანად აქცევს ჩვენს ქვეყანას, როგორიც არის გერმანია!.. მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოსთვის გერმანიის "მეგზურობა", ყოველმხრივ დადებითი და შედეგიანი იქნება, როგორც ევროულ სტრუქტურებში ინტეგრირებისთვის, ისე საქართველოს გამთლიანება–განვითარებისათვის!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი