თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ორმხრივად არის აკრძალული ტრანსპორტის მოძრაობა, რისი მიზეზიც ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია
10-02-2019, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად იკრძალება. 

 


„დავით აღმაშენებლის ძეგლიდან გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით; ბაქრაძის სანაპიროდან “ვეფხი და მოყმის” მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით შესძლებს გადაადგილებას; ჩაიკეტება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა და ავტომობილები მოძრაობას მხოლოდ სააკაძის მიმართულებით გააგრძელებენ;

 


ასევე, ჩაიკეტება სააკაძის მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა, ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შარტავასა და ცინცაძის ქუჩების მიმართულებით; მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლიდან “ვეფხი და მოყმის” მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, გმირთა მოედანზე ამსვლელი პანდუსით სარგებლობა შეეძლება, საიდანაც, გზას თამარ მეფის, კოსტავას და ვარაზისხევის მიმართულებით გააგრძელებენ;

 


ჩაიკეტება გმირთა მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი პანდუსი და ავტომობილები მოძრაობის გაგრძელებას იუსტიციის სახლის მიმართულებით შეძლებენ“, – ნათქვამი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი