დავით ზალკალიანი ვენესუელას საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს შეხვდა
10-02-2019, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ვენესუელის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან ელიოტ აბამსთან. შეხვედრაზე შეერთებული შტატების მხრიდან კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ვენესუელასთან დაკავშირებით ქართული მხარის ქმედებებს, რომელიც ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომელმაც ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა.

 

 

ქართული საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ს წარმომადგენელმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ვენესუელელი ხალხისადმი გამოხატული ამ მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო იზიარებს და ქართული მხარის პოზიცია ვენესუელასთან დაკავშირებით მომავალშიც თანხვედრაში იქნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-სა და დანარჩენი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების პოზიციასა და ქმედებებთან.

 


მისი თქმით, ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საქართველოსა და ვენესუელას შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.

 


მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ვენესუელას პროგრესულ ძალებთან და გარდამავალი პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ქართული მხარის ინტენსიური კომუნიკაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი