საქართველოში ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების გეგმა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღეს, 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩადიან და სადაც მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით მოძრაობა „ერთად სახლში“ - ქართველი ემიგრანტების პირველ მასშტაბურ შეკრებას გამართავს.
მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი გიორგი სიგუა, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მალევე შეერთებულ შტატებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, დღეს მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს და „რუსთავი 2“-თან საუბრისას ამბობს: „ლიეჟში ტრიალებს ქართული სული და ეს იქნება პირველი ასეთი მასშტაბური შეკრება ქართველების გარეთ, რომლის ორგანიზებაც შეძლო ორგანიზაციამ, „ერთად სახლში“, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით. ჩვენ დავდებთ სამპუნქტიან გეგმას, თუ რას გააკეთებს „ერთად სახლში“ და როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი მობილიზაცია, ძალიან დიდი კონსოლიდაცია“.

ემიგრანტებს „ფეისბუქის“ მეშვეობით მიმართავს თავად მიხეილ სააკაშვილი: „მაინტერესებს რა თემაზე გსურთ რომ გავამახვილოთ ყურადღება ლიეჟში“.
ამერიკის შეერთებულ შტატებში იანვრის ბოლოს ემიგრანტებთან გამართული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, 1-ელ თებერვალს, კი სააკაშვილმა საქართველოში ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უფრო ვრცლად ლიეჟის შეკრებაზე გააკეთებდა განცხადებას.
საქართველოს ალტერნატიული მთავრობის „ფეისბუქის“ გვერდზე კი რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ცხადდება კანონგარეშედ და ქვეყნის მართვას შეუდგება ალტერნატიული მთავრობა დევნილობაში!“
„ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას მაფიოზური და კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ! ერთად სახლში ივანიშვილის ოლიგარქიული დასამარცხებლად!
მოგიწოდებთ, არ დაემორჩილოთ ივანიშვილის ჯიბის პოლიციას და სასამართლოს, აღარ გადაიხადოთ მათ მიერ დაწესებული გადასახადები, არ მივცეთ ამ ეგრედწოდებულ ხელისუფლებას ქართველი ხალხის ძარცვის და ჩვენს ხარჯზე კიდევ უფრო მეტად გამდიდრების საშუალება!
გადაწყვეტილება მიღებულია - #ერთად სახლში, სახლში, სადაც ივანიშვილი ვეღარასოდეს შეძლებს საქართველოს ხელში ჩაგდებას.
ქურდულ ოცნებას, მაფიოზურ და დანაშაულებრივ რეჟიმს ვეღარ მივცემთ უფლებას, გააგრძელოს საქართველოს განადგურება. მივიღეთ გადაწყვეტილება, ოფიციალურად შევქმნათ ალტერნატიული მთავრობა დევნილობაში, რომელიც ქართველი ხალხის გამარჯვებას უზრუნველყოფს და წინ აღუდგება პუტინის რუსეთის მზაკვრულ გეგმებს, რომლის განხორციელებასაც ივანიშვილი მისი მარიონეტების დახმარებით ცდილობს“, აღნიშნულია საქართველოს ალტერნატიული მთავრობის „ფეისბუქის“ გვერდზე.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა: „დამფრთხალმა ივანიშვილმა აამუშავა ფეიკნიუსების ქარხანა. ამ ყალბი პოსტის ქვეშ ყველა კომენტარი ქოცტროლებისაა. თან, ეს იდიოტები არეკლამებენ ამას სოციალურ ქსელში მთელი ევროპის მასშტაბით“.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.