მიხეილ სააკაშვილი - „ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ, აქ არის ჩამოსული სუს-ის ჯგუფი“
10-02-2019, 21:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ, აქ არის ჩამოსული სუს-ის ჯგუფი. იმედია ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ამ ხალხს და მეროედ არ შემოუშვებს“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში, სადაც ის ამ წუთებში ქართველ ემიგრანტებს სიტყვით მიმართავს.

 


„იქით არის ბოღმა, ტყუილი. აქეთ არის სიმართლე. იქით არის ის ხალხი, ვინც დაკეტა ამერიკული უნივერსიტეტი და მიაშენა ლოჟები. ეს არის მთავრობა, რომელმაც გააუქმა გამოცდები. იქით არის სიბნელე, აქეთ სინათლე. იქით არის ბოროტება და აქეთ არის სიკეთე. სიკეთე აუცილებლად დაამარცხებს ბოროტებას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაცლილია და თუ ასე გაგრძელდა 1-2 წელიწადში ქვეყანა იქნება მხოლოდ პენსიონერების საზოგადოება.

 


მან დასძინა, რომ „ამ გველეშაპის [ივანიშვილის] ჩამოშორება უნდა მოხდეს, რომელიც მომჯდარია საქართველოს“ და მომავალში ოლიგარქატი არ უნდა მიეკაროს ხელისუფლებას.

 

 

სააკაშვილმა ემიგრანტებს ჰკითხა, არიან თუ არა მზად, რომ დღეს ყველა ერთად წავიდეს საქართველოში და თავადვე უპასუხა. „დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ უახლოეს კვირებში და თვეებში ჩვენ უნდა მოვამზადოთ ეს სიტუაცია. ყოველდღიურად ჩვენ გვართმევენ საქართველოს“, აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 

სააკაშვილის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი თემურ შაშიაშვილი  ცდილობდა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, რისი საშუალებაც მას „ერთად სახლში“ ორგანიზატორებმა არ მისცეს და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი