[ვიდეო] მიხეილ სააკაშვილი: წმინდა გიორგი არსად არ წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი, ბოროტება აუცილებლად დამარცხდება სიკეთესთან... შემდეგი შეკრება იქნება იტალიაში, საფრანგეთში და ა.შ. და შემდეგი თბილისში, რუსთაველზე - მთავარი შეკრება“
11-02-2019, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შემდეგი შეკრება იქნება იტალიაში, იმის შემდეგი შეკრება იქნება საფრანგეთში და ა.შ. და შემდეგი შეკრება იქნება თბილისში, აუცილებლად, რუსთაველზე - მთავარი შეკრება“, უთხრა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებილ ქართველ ემიგრანტებს.

 


მან გამოხატა რწმენა, რომ „საქართველო ჩამოიფერთხავს ამ უბედურებას, ამ საშინელებას, ამ საზიზღრობას“ და „აუცილებლად გაიმარჯვებს იმიტომ, რომ წმინდა გიორგი არსად არ წასულა. იგი ასევე იქნება ჩვენი მფარველი - ბოროტება აუცილებლად დამარცხდება სიკეთესთან“.

 

 

 

 

„დღემდე გამომყვა ის ინერცია. უკრაინაში, უზბეკეთში, ალბანეთში, მოლდოვეთში, ინდონეზიაში ჩვენი მთავრობის წევრები მუშაობენ მრჩევლებად. დიდი ბოდიში, რით გავიტანეთ თავი? ლექციებით, იმით, მრჩევლობით. იმიტომ, რომ ფული ხომ არ წამოგვიღია იქიდან. ჩვენი მთავრობის მინისტრები ზოგი იქ მუშაობდა, ზოგი მუშაობს მოხუცების მომვლელად, ზოგი მუშაობს ტრაილერების მძღოლად. ამათ არ დავუჯერებთ, უი, რა დებილები ყოფილან, ხედავთ? ვერ გამოიყენეს თანამდებობა. ხოო, ჩვენ ესეთი ვიყავით. ხოო, ვერ გამოვიყენეთ თანამდებობა და რა ვქნათ. და შემდეგ ჯერზეც რომ მოვალთ, ასევე, ხელახლა ვერ გამოვიყენებთ. კიი, რა ვქნათ, ამათ თვალში შეიძლება ჩვენ ვართ სულელები, მაგრამ ჩვენ არ გვექნება მილიარდები, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ გვექნება სამშობლო. ჩვენ არ გვექნება დიდი ვილა, მაგრამ სამაგიეროდ მთელი საქართველო აშენდება. ამიტომ, ძვირფასებო, ყველაფერი გამოგვივა. მე მინდა გითხრათ, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ. საქართველო ჩამოიფერთხავს ამ უბედურებას, ამ საშინელებას, ამ საზიზღრობას. საქართველო აუცილებლად გაიმართება წელში. საქართველო ისევ შეახსენებს მსოფლიოს, რომ არსებობს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმიტომ, რომ წმინდა გიორგი არსად არ წასულა. იგი ასევე იქნება ჩვენი მფარველი. ბოროტება აუცილებლად დამარცხდება სიკეთესთან; სინათლე აუცილებლად გაიმარჯვებს სიბნელეზე და აუცილებლად ჩვენ ყველანი დავბრუნდებით, ჩვენთან, სახლში. აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა. აბა თქვენ იცით, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ.

 


ეს არის მხოლოდ დასაწყისი ჩვენი კრებების მსოფლიოში. შემდეგი შეკრება იქნება იტალიაში, იმის შემდეგი შეკრება იქნება საფრანგეთში და ა.შ. და შემდეგი შეკრება იქნება თბილისში, აუცილებლად, რუსთაველზე - მთავარი შეკრება. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ ყველანი დავირაზმებით. ყველა გზა მიდის თბილისისკენ. ყველა გზა მიდის გამარჯვებისკენ. ყველა გზა მიდის საქართველოს მომავლისკენ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი