გრიგოლ ვაშაძე ლიეჟის შეკრებაზე: ადამიანმა საქართველო და მისი სპეცსამსახურები გახვია შარში, ჩვენ გაგვიკეთა არანორმალური რეკლამა, რისთვისაც მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის მამამთავარს
11-02-2019, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები" პირდაპირი ჩართვისას ბელგიის ქალაქ ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

 

როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ქართველ ემიგრანტებთან ლიეჟში, კონგრესის სასახლეში დაგეგმილი „აბოსლუტურად წყნარი და ცივილიზებული" შეხვედრა უნდა შემდგარიყო, თუმცა ამის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ" მოახერხეს ის, რომ „როგორც სახელმწიფო შევრცხვით" - მათ „საქართველო და ქვეყნის სპეცსამსახურები გახვიეს შარში".

 


„მეგონა, წყნარად, მშვიდად დაველაპარაკებოდით ამომრჩეველს და ამის მაგივრად, შევრცხვით, როგორც სახელმწიფო. ბიძინა ივანიშვილის მოქმედებებისგან შეურყვნელ ლიეჟში, კონგრესის წინ დამხვდა მწვადით ხელში, მთვრალი და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ რამდენიმე ოჯახი - მათ შორის, „ჭიდაობის ოჯახი", „სუს-ის ოჯახი".... ამისთანა წარმოდგენა ჩვენ რომ შეგვეკვეთა ბიძინა ივანიშვილისთვის, უკეთესად ვერ მოვახერხებდით. აი, წყნარი, აბსოლუტურად ცივილიზებული შეხვედრის მაგივრად, ადამიანმა მოახერხა ის, რომ საქართველო და მისი სპეცსამსახურები გახვია შარში, ჩვენ გაგვიკეთა არანორმალური რეკლამა, რისთვისაც დიდი მადლობა „ქართულ ოცნებასაც" და მის მამათავარსაც და საერთოდ, ემიგრაციამ დაინახა ის, რომ ოპოზიცია თავისთვის კი არ იბრძვის, იბრძვის იმ „შავი ჭირისთვის", რომელიც ქვეყანას შეეყარა", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში სიტყვით თავადაც მიმართა ემიგრანტებს.

 

 

„ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ, აქ არის ჩამოსული სუს-ის ჯგუფი. იმედია ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ამ ხალხს და მეროედ არ შემოუშვებს“, ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში, კონგრესის სასახლეში შეხვედრის დაწყებამდე განვითარებული მოვლენები.

 

 

სააკაშვილის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას მცირე ინციდენტიც მოხდა. მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი თემურ შაშიაშვილი  ცდილობდა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, რისი საშუალებაც მას „ერთად სახლში“ ორგანიზატორებმა არ მისცეს და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი