საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველ ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ შემდეგი შეკრება თბილისი და რუსთაველის გამზირი იქნება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილი ილუზიაში იმყოფება და მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, არა წითელი ხალიჩა, არამედ განსასჯელის სკამი დახვდება.
„სააკაშვილი მთელ ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა. მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ საქართველოში დაბრუნდა, რაღაც წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება. ასე რომ, მე მას ვურჩევ, ის რაც ჩაიდინა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.