ირაკლი კობახიძე: რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს
11-02-2019, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანეტის შეხვედრას გამოეხმაურა.

 

 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ლიეჟში სცადა „თავის წამოწევა", რასაც როგორც პირველი კანონომდებელი ამბობს, ყოველთვის გასცემს საზოგადოება შესაბამის პასუხს და საზოგადოებას, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებაც დაეხმარება.

 


„რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით, ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ....

 

 

საზოგადოებამ გასცა პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას", როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.... ყველაფრის უფლება აქვთ და ეს გარანტირებულია საქართველოში, მაგრამ პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია არის აუცილებელი - ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება პირველ რიგში და ამაზე არის პასუხისმგებელი თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელიც სათანადოდ უდგება ამ საკითხს", განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს.

 

 

შეკითხვაზე, ეშინია თუ არა „ქართულ ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობის", კობახიძემ აღნიშნა:

 

 

„ნაცმოძრაობის" რომ არ გვეშინია, დავადასტურეთ გასულ წელს, ყველა არჩევნებში".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი