მე ვიცი, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს იმიტომ, რომ ის არის გუნდის ლიდერი" ასე უპასუხა საკანონდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა პირმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვის მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი პარტიის დაშლის საფრთხე არ არსებობს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას.
„არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცული, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად.
რაც შეეხება, „ქართული ოცნების" დაშლას, ამის საფრთხე არ არსებობს. ჯერ გვაქვს მისაღები კანონი, ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც, ამის შემდეგ თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას, განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება, დაახლოებით, ორი თვე, ანუ საუბარია, 4-თვიან ძალიან ჯანსაღ, სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ, ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი.
ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას. გუნდი არის ერთიანი. თუ ვინმე, ერთი-ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერსებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.