ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართვლოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეკრებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ კობახიძემ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ ხელისუფლებისგან ორგანიზებული ზონდერ-ჯგუფები, ლიეჟში ემიგრანტების შეკრებას ხელს უშლიდნენ.
სამადაშვილის შეფასებით, ეს მიანიშნებს ერთ რამეზე - ხელოსუფლებამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე განწირულია ხელისუფლების დასაკარგად.
„რაც ვიხილეთ ლიეჟში, ეს ჩემი აზრით იყო, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ-ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს შეკრებილიყვნენ და საკუთარი აზრით დაეფიქსირებინათ.
ეს არ იყო სპონტანური თავისუფალი ადამიანების ან მოქალაქეების საქციელი ეს იყო ხელისუფლების ორგანიზებული ზონდერ-ჯგუფები. სრულიად გაუგებარია ის ისტერიკა, რომლითაც ხელისუფლება შეხვდა შეხვედრას,რომელიც გუშინ გაიმართა ლიეჟში. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, ხელისუფლებას არასოდეს უგრძვნია საკუთარი თავი ისე სუსტად, როგორც გრძნობს დღეს, ხელისუფლებამ იცის, რომ განწირულია საპარლამენტო არჩევნებზე განწირულია ხელისუფლების დასაკარგად", განაცხადა სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.