კრწანისის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტები ოფრეთის შესახვევში, ფონიჭალა 4-ის N11 კორპუსის, წინანაურის ქუჩა N39-ის, რუსთავის გზატკეცილი N44-ის, გორგასალის ქუჩა N99ა-ს, გორგასალის ქუჩა N97 და N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. აღნიშნული ექვსი კედლის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 495 000 ლარი გამოიყო.
პროექტის ფარგლებში, ოფრეთის ქუჩაზე 45 გრძივი მეტრის კედელი აშენდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება საგზაო სამუშაოები და ასფალტის საფარი 400 კვადრატულ მეტრზე დაიგება.
როგორც თბილსისის მერიაი აცხადებენ, ოფრეთსა და მიმდებარე ქუჩაზე, სადაც საავტომობილო გზა გადის, გრუნტის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ კი, საყრდენი კედელი სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობასთან ერთად, ფონიჭალა 4-ში საერთო სარგებლობის კიბეებზე უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი და სარინელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამგეობამ გასულ წელს რაიონში გრუნტის დამჭერი 12 კედლის მშენებლობის პროექტი განახორციელა. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, დამატებით, გრუნტის დამჭერი შვიდი ახალი კედელი აშენდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.