„გუშინ, ის რაც მოაწყო ივანიშვილმა, მართლაც გააოცა ევროპა, ევროპის შუაგულში“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველ ემიგრანტებთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.
„გუშინ, ის რაც მოაწყო ივანიშვილმა, მართლაც გააოცა ევროპა, ევროპის შუაგულში. სამარცხვინო იყო ეს. დიდი რაოდენობის ნარკომანების გამოგზავნა, მოჭიდავეების ჩამოყვანა, ტიტუშკების შემოგზავნა. ახლა ვუყურებდი სურათებს, რომ დაყარეს რაღაც უამრავი დახეული პლაკატები, მწვადები, რომელიც დაურიგეს და იქვე მიაყარეს კონგრესის დარბაზის შესასვლელში. ნუ, კატასტროფა საერთოდ. გამოჩნდა ნათლად, ერთ მხარეს არის ჭკვიანი, ინტელექტუალური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი უბრალოდ და მეორე მხარეს არის სრული კატასტროფა. არ შეიძლება ბოლოს, რომ ამ კატასტროფამ გაიმარჯვოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ უფრო მაგრები ვართ, უფრო ძლიერები ვართ, სწორი ხალხი ხართ და ვართ და სწორ გზას ვადგავართ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამას. შემდეგი შეკრებები გვექნება ბევრად უფრო შინაარსიანი იმ გაგებით, რომ მართლაც ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, უფრო ორგანიზებულადაც და იქნება შეხვედრები საბერძნეთში, იტალიაში და ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც კომპაქტურად არიან ქართველები და ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“, განაცხადა სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.