ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს
11-02-2019, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ბრიფინგზე ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებმა, სერგი კაპანაძემ, ირმა ნადირაშვილმა და ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააცნეს მედიის წარმომადგენლებს.

 

 

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შედის ინიციატივით, რომ სანამ არ მოხდება „ევროპული საქართველოს“ ალტერნატიული მოდელის განხილვა, შეჩერდეს დღეისათვის ნაჩქარევად მიღებული დაგროვებითი პენსიის სისტემა.

 

 

„როგორც აღმოჩნდა, ამ სისტემის ბევრი დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია. ჯერ არ არის გარკვეული სად მოხდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება. არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. გაუგებარია, მოდელის სხვა დეტალები.

 

 

ამასთან ვითხოვთ, რომ პარლამენტმა სერიოზულად განიხილოს „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი. ამ მოდელის მიხედვით:

 

 

ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში;

 


ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის;

 

 
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა;

 


„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება.

 

 

შედარებისთვის: „ქართული ოცნების” საპენსიო სქემით ეს ადამიანი მხოლოდ 85 ლარს მიიღებს.

 

 

„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც „“ქართული ოცნების” მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.

 

 

„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას „ქართული ოცნების” სქემა აკეთებს.

 

 

„ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა“, განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგო კაპანაძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი