ლევან გოგიჩაიშვილი: პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა, კოალიცია ჩამოყალიბდეს და რამე რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილი მათ მშიერს არ დატოვებს
11-02-2019, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამართულ შეხვედრას ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრამ ფიასკო განიცხადა, რადგან კონგრესის სასახლის „ნახევარი დარბაზიც" კი ვერ შეივსო.

 

 

გოგიჩაიშვილის აზრით, პოლიტიკურ პარტიებს ჰგონიათ, რომ სააკაშვილი მათ მშიერს არ დატოვებს" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

 

„პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა, კოალიცია ჩამოყალიბდეს და რამე რომ იყოს, ის მათ მშიერს არ დატოვებს.

 

 

გუშინ, ლიეჟში ძალის დემონსტირების მცდელობაც იყო. ემიგრაციაში მყოფი ადამიანების როგორი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს, ვნახეთ, შეხვედრა ფიასკოთი დასრულდა. ნახევარი დარბაზიც ვერ შეივსო, ადგილზე აგრესიული მომხრეები ჰყავდა. სხვა ვინ იყო? ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც საქართველოდან მას შემდეგ გაიქცნენ, რაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა. ბევრი მათგანი მართლმსაჯულებას ემალება, ნაწილი გირაოთია გათავისუფლებული და ქვეყნიდან გაქცეულია. ეს ადამიანები გაზის შესხმაში გაწაფული არიან. როცა თანამემამულეს სახეში წიწაკის სპრეის შეასხამ, ეს იგივე ფსიქიკაა, რითაც სააკაშვილი ქვეყანას მართავდა. ვისაც სააკაშვილი ეიმედება, ეს უნდა დაინახოს. სააკაშვილი წარსულია და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი აღარ განმეორდება”, განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი