თბილისში 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
21-07-2015, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში მომდევნო კვირიდან 13 ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, დანარჩენი 37-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება,-ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.


"დედაქალაქის მასშტაბით 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთების მიზნით 18 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი უკვე დასრულებულია. 13 ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო კვირაში, დანარჩენი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ეტაპობრივად დაიწყება.


ჩატარებული ტენდერების მიხედვით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას კომპანია "ბლექ სი გრუპი" აწარმოებს, რომელთა სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ ლარს შეადგენს. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას კი ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "არენამშენი". სამუშაოების ღირებულება 5 500 000 ლარია.


უახლოეს 5 დღეში საგზაო სამუშაოები დაიწყება თბილისიდან კოჯრის მიმართულებით გზაზე. ასევე დაგეგმილია კოჯრის ცენტრალური მოედნის კატიპალურად შეკეთება. ამ დროისათვის დედაქალაქის მასშტაბით საგზაო სამუშაოები 11 ქუჩაზე ხორციელდება.


თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა და რაიონულმა გამგეობებმა 2015 წელს კაპიტალური საგზაო სამუშაოები განახორციელა 384 000 მ2  ფართის გზაზე, ხოლო ორმოული შეკეთება ჩაუტარდა 300 000  მ2 ფართობს. გეგმის ფარგლებში სულ 6 თვის მონაცემებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან საგზაო მიმართულებაზე დაიხარჯა დაახლოებით 27, 4 მლნ ლარი. სულ დედაქალაქის მასშტაბით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50-მდე ქუჩას",-აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი